იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი კრისტიან ძაკარდო, რომელიც ამჯერად საფეხბურთო მენეჯერია ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტ არჩილ ბერიძეს შეხვდა.
„ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი და ახლა უკვე ცნობილი საფეხბურთო მენეჯერი კრისტიან ძაკარდო და ქართველი საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი გვესტუმრნენ.
არაოფიციალურ სამუშაო შეხვედრაზე რომელიც ჩვენი კლუბის პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ იტალიელ საფეხბურთო მენეჯერთან გამართა საუბარი შეეხო სამომავლო ორმხრივი ურთიერთობის რამდენიმე მიმართულებას, კერძოდ, დინამო ბათუმის საფეხბურთო აკადემიის განვითარებას, პერსპექტიული მოთამაშეების მოძიებას და ძირითადი გუნდის გაძლიერებას“- ნათქვამია ბათუმელთა პრესსამსახურის განცხადებაში.





