„ტორპედო“ თბილისში „არარატთან“ ისპარინგებს

0
13

ქუთაისის „ტორპედო“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადების ფარგლებში 13 ივლისს თბილისში ამხანაგურ მატჩს ერევნის „არარატთან“ ჩაატარებს. სომხებთან სპარინგის შემდეგ, გუნდი ერთი დღე დაისვენებს და 15 ივლისს შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.
„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდი შეკრებაზე 4 ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს – ორჯერ თურქეთის სუპერლიგის გუნდებთან ისპარინგებს, ხოლო ამდენჯერვე – პირველი ლიგის. „ტორპედო“ საქართველოში 27 ივლისს დაბრუნდება.