„დინამო“ – „სლოვანზე“ ყველა ბილეთი გაყიდულია

0
11

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ და ბრატისლავას „სლოვანს“ შორის გასამართ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ამის შესახებ ბათუმური საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება. ბილეთის ფასი 5, 10 და 20 ლარია. VIP სექტორზე ბილეთის ღირებულება 35 ლარს შეადგენს.
ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 0:0 დასრულდა და გია გეგუჩაძის გაწვრთნილ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვს. მომავალი შეხვედრა ბათუმის არენაზე თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ „სლოვანში“ საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა თამაშობენ.