ანრი მექვაბიშვილი: „ასე თამაში არ შეიძლება“

0
28

თბილისის „დინამოს“ ვიცეკაპიტან ანრი მექვაბიშვილს მიაჩნია, რომ ისე თამაში რაც მისმა გუნდმა კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონეთის „პაიდესთან“ (2:3) მატჩში აჩვენა არ შეიძლება.
ანრი მექვაბიშვილი: „ასე თამაში არ შეიძლება და სამწუხაროდ, ჩვენი შეცდომების გამო დავისაჯეთ. ვალდებულები ვართ ეს ეტაპი გადავლახოთ. გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი. ერთი კვირის თავზე სახლში შემდეგი ეტაპის საგზურით უნდა დავბრუნდეთ“.
„დინამო“ „პაიდესთან“ საპასუხო შეხვედრას 13 ივლისს ჩაატარებს.