დავით სხირტლაძე: „ქომაგს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“

0
13

თბილისის „დინამოს“ თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ესტონეთის „პაიდესთან“ (2:3) წაგებული მატჩის შემდეგ, ქომაგს ბოდიში მოუხადა.
დავით სხირტლაძე: „თამაშის შეფასება არ მინდა. ამ შედეგს გამართლება არ აქვს. ქომაგს ბოდიში უნდა მოვუხადოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ. ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ. სხვა სცენარი არც განიხილება“.
„დინამო“ „პაიდესთან“ საპასუხო შეხვედრას ესტონეთში 13 ივლისს ჩაატარებს.