„აიაქსმა“ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბი შეიძინა

0
17

ამსტერდამის „აიაქსმა“ ლონდონის „ტოტენჰემიდან“ გარემარბი სტივენ ბერგვეინი იყიდა. ნიდერლანდური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელში 31,25 მილიონი ევრო გადაიხადეს. ბერგვეინმა კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
ბავშვობაში ბერგვეინი „აიაქსის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ პსვ-ს მიაშურა, სადაც 2020 წლამდე გამოდიოდა. „ტოტენჰემმა“ ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების წევრი 2020 წლის ზმთარში შეიძინა. გასულ სეზონში ბერგვეინმა „აიაქსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 32 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.