საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე

0
16

7 ივლისს, ნიონში ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა.
წილისყრის შედეგად, გუნდები თორმეტ 3-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელგიის და ავსტრიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორეადგილოსანი კი ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეი-ოფში გააგრძელებს.
მეინ-რაუნდის მატჩები ორ წრედ, 2022 წლის შემოდგომაზე და 2023 წლის მარტში გაიმართება.