„საბურთალომ“ და გოშაძემ თანამშრომლობა შეწყვიტეს

0
54

მეკარე ოთო გოშაძემ „საბურთალო“ დატოვა. თბილისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
25 წლის გოშაძე „საბურთალოს“ შემადგენლობაში 2013-2016 და 2021-2022 წლებში თამაშობდა. ის კარიერის განმავლობაში ასეცე თბილისის „დინამოში“, ბათუმის „დინამოში“ და ბოლნისი „სიონში“ გამოდიოდა.
შეგახსნებთ, რომ 8 ივნის „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ლევან კორღალიძე გადადგა და ჯერჯერობით გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა უცნობია.