ტაბიძე კარიერას ბელგიის ჩემპიონატში განაგრძობს

0
53

ჯიმი ტაბიძე კარიერას ბელგიის უმაღლეს დივიზიონში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „კორტრაიკთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის პირველ ვარჯიშს ახალ გუნდში, სადაც 3-ნომრიანი მაისურით ითამაშებს, ხვალ დილას ჩაატარებს.
26 წლის ტაბიძემ პროფესიონალური კარიერა თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, სადაც 2 სეზონი გაატარა, ხოლო 2016-2022 წლებში რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბ „უფაში“ გამოდიოდა.
შარშან ტაბიძემ ტრავმა მიიღო და მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამო, 2021-2022 წლების სეზონში არცერთი თამაში ჩაატარა.
26 წლის უკანახაზელმა, „უფას“ მაისურით რუსეთის პრემიერ ლიგაში 82 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
„კორტრაიკმა“ გასულ სეზონში ბელგიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილი დაიკავა.