ლუის სუარესი სამხრეთ ამერიკაში საუკეთესო ბომბარდირია

0
58

ლუის სუარესი მსოფლიო ჩემპიონატების შესარჩევი ციკლის ისტორიაში სამხრეთ ამერიკაში გატანილი გოლების რაოდენობით საუკეთესო ბომბარდირია. საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ურუგვაიამ სტუმრად ჩილეს 2:0 მოუგო და სუარესმა, რომელიც თამაშში 29-ე წუთზე კავანის ნაცვლად ჩაერთო ერთი გოლი “ნაკრატელათი” გაიტანა.
35 წლის ფეხბურთელმა საერთო ჯამში 62 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 29-ჯერ აიღო და ლიონელ მესის გაასწრო. არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მუნდიალების შესარჩევებში სუარესზე 2 თამაშით ნაკლები ჩაატარა.
მსოფლიო პირველობების შესარჩევების საუკეთესო ბომბარდირი გვატემალელი კარლოს რუისია 39 გოლით. მეორე ადგილზე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუა (36 გოლი), ხოლო მესამეზე ირანელი ალი დაიე (35 გოლი).