„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ბრუნუ ფერნანდეშმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოილაპარაკეს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფარბრიციო რომანოს ინფორმაციით, პორტუგალიელი ნახევარმცველი ინგლისელებთან ხელშეკრულებას 2027 წლის ივნისამდე გააფორმებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით ფერნანდეში წელიწადში 14-15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების 27 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი გააკეთა.





