ევროპა ლიგაზე მერვედფინალისტები დაწყვილდნენ

0
38

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. კლუბები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
რეინჯერსი (შოტლანდია) – ცრვენა ზვეზდა (სერბია)
ბრაგა (პორტუგალია) – მონაკო (საფრანგეთი)
პორტუ (პორტუგალია) – ლიონი (საფრანგეთი)
ატალანტა (იტალია) – ლევერკუზენი (გერმანია)
სევილია (ესპანეთი) – ვესტ ჰემი (ინგლისი)
ბარსელონა (ესპანეთი) – გალათასარაი (თურქეთი)
ლაიფციგი (გერმანია) – სპარტაკი (რუსეთი)
ბეტისი (ესპანეთი) – აინტრახტი (გერმანია)
პირველი მატჩები 9-10 მარტს ჩატარდება, საპასუხო კი 17 მარტს შედგება.
 “პორტუ” და “ბეტისი” თავიანთ საშინაო მატჩებს 9 მარტს ჩაატარებენ, რათა შეხვედრები არ დაემთხვეს “ბრაგასა” და “სევილიას” მატჩებს.