კონფერენსლიგა – მერვედფინალური წყვილები ცნობილია

0
28

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ ბინაში კონფერენსლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. კლუბები ასე დაწყვილდნენ:
მარსელი (საფრანგეთი) – ბაზელი (შვეიცარია)
ლესტერი (ინგლისი) – რენი (საფრანგეთი)
პაოკ (საბერძნეთი) – გენტი (ბელგია)
ვიტესი (ნიდერლანდები) – რომა (იტალია)
პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) – კოპენჰაგენი (დანია)
სლავია (ჩეხეთი) – ლასკი (ავსტრია)
ბოდო გლიმტი (ნორვეგია) – ალკმაარი (ნიდერლანდები)
პარტიზანი (სერბეთი) – ფეიენოორდი (ნიდერლანდები)
პირველი მატჩები 10 მარტს ჩატარდება, საპასუხო კი 17 მარტს შედგება.