ბექა მიქელთაძემ ავსტრალიის A ლიგაში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. მე-16 ტურში „ნიუკასლ ჯეთსი“ შინ „მაკარტურს“ დაუპირისპირდა და ქულა აიღო. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 32-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1 აგებდა, პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. მან გოლის გატანის შემდეგ ჩანთიდან მაისური ამოიღო, რომელზეც უკრაინის დროშა იყო გამოსახული და ამ ნაბიჯით სოლიდარობა რუსეთის ჯარებთან მებრძოლი უკრაინელის ხალხის მიმართ გამოხატა. მიქელთაძემ მიმდინარე სეზონში თავი 9-ჯერ გამოიჩინა.
მე-60 წუთზე ოარმა სტუმრები დააწინაურა, ხოლო ბაბალჯმა 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. მიქელთაძემ შეუცვლელად ითამაშა. „ნიუკასლ ჯეთსი“ 15 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.






