“ვალენსიამ”, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს, ესპანეთის ლა ლიგაში 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. 26-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად “მალიორკას” შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს. მატჩში ერთადერთი გოლი “ღამურების” ბრაზილიელმა კაპიტანმა გაბრიელ პაულისტამ მე-4 წუთზე საჯარიმოს ფარგლებს გარედან უძლიერესი და ეფექტური დარტყმით გაიტანა.
მამარდაშვილი ისევ სასტარტოში შემადგენლობაში იყო და დამაჯერებლად ითამაშა. მან რამდემნიმე არცთუ ძალიან სახიფათო დარტყმა გაანეიტრალა და კუთხურების დროსაც კარიდან კარგად გამოვიდა. თამაშის დაწყებამდე მამარდაშვილმა უკრაინისსადმე მხარდაჭერა მაისურზე წარწერით გამოხატა: “NO WAR IN UKRAINE”.
“ვალენსიამ” მალიორკაში ჩასვლამდე ბოლოს ჩემპიონატში თამაში შარშან 21 დეკემბერს მოიგო, როდესაც გასვლაზე “ლევანტეს” 4:3 აჯობა. “ღამურები” 33 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში პოზნანის “ლეხმა” სტუმრად “პოგონს” 3:0 აჯობა. გამარჯვებულთა განაცხადში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იყო, რომელსაც არ უთამაშა. “ლეხი” 48 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობს.





