მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ნოდერლანდები როტერდამში „დე კუიპზე“ თურქეთი 2:0 დაამარცხა და ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა. თურქები პლეი-ოფში ითამაშებენ.
მასპინძლებიდან 84-ე წუთზე ანგარიში სტივენ ბერგუინმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გოლი მემფის დეპაიმ გაიტანა.
ბოლოს ნიდერლანდებმა მუნდიალზე 2014 წელს ბრაზილიაში ითამაშა და ლუის ვნა გაალის ხელმძღვანელობით მე-3 ადგილი დაიკავა.
დეპაიმ 10 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და მსოფლიო ჩემპიონატის ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ინგლისელ ჰარი კეინთან გაიყო, რომელმაც ამდენივე გოლი 8 შეხვედრაში მიითვალა.
განვლილი შესარჩევის საუკეთესო ასისტენტები მემფის დეპაი, ლეონ გორეცკა (გერმანია) და დუშან ტადიჩი (სერბეთი) გახდნენ, რომლებმაც 6-6 საგოლე პასი მიითვალეს.
