იმ 12 ევროპული ნაკრების ვინაობა, რომლებიც მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში იბრძოლებენ ცნობილია.
მომავალი წლის ნოემბერ-დეკემბერში ყატარში გასამართი მუნდიალის 3 საგზურისთვის იტალია, პოლონეთი, შვედეთი, პორტუგალია, შოტლანდია, ჩეხეთი, ავსტრია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა იბრძოლებენ.
ავსტრია და ჩეხეთი პლეი-ოფში ერთა ლიგიდან გავიდნენ, ხოლო დანარჩებმა გუნდებმა თავის ჯგუფებში მე-2 ადგილი დაიკავეს.
განთესილები: პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი.
განუთესავები: თურქეთი, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი.
ნახევარფინალური წყვილები 26 ნოემბერს გასამართი კენჭისყრის შემდეგ გაირკვევა.
აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალში რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს ვერ შეხვდებიან.
პლეი-ოფებიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად სამი გზაა – A,B და C.
პლეი-ოფების ნახევარფინალები 2022 წლის 24 მარტს ჩატარდება, ხოლო ფინალები – 29 მარტს. ნახევარფინალები და ფინალები თითო მატჩისგან შედგება.
