ლევან ნონიკაშვილმა „სკალიცას“ მაისურით მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა. ამჯერად, მან თავი სლოვაკეთის თასზე გამოიჩინა. 1/32-ფინალში „სკალიცა“ სტუმრად ქვედალიგელი „მარტინი“ 4:1 დაამარცხდა და 81-ე წუთზე მატჩში საბოლოო გოლო სწორედ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გაიტანა. მანამდე, მან „სლოვაკეთის“ ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში თავი სამჯერ გამოიჩინა. 31 წლის ნონიკაშვილი „სკალიცაში“ პირველ სეზონს ატარებს.
ლაშა თაბაგარი





