კვერნაძის „ფროზინონე“ იტალიის თასის გამოეთიშა

0
4

„ფროზინონემ“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, მიმდინარე სეზონში იტალიის თასზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულა. 1/16-ფინალში „ფროზინონე“ სტუმრად „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი თადარიგში იყო და არ უთამაშია.
მატჩის 36-ე წუთზე მასპინძლები დომინგესმა დააწინაურა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ტერზიჩმა გაათანაბრა.
ძირითადი დროის ამოწურვის შემდეგ, იტალიის თასის გათამაშების რეგლამენტის თანახმად თერთმეტმეტრიანები დაინიშნა, რომლებიც „სასუოლოს“ ფეხბურთელებმა მეტოქეზე უკეთესად შეასრულეს – 4:3.
შეგახსენებთ, რომ თასის 1/32-ფინალში შინ „იუვე სტაბიასთან“ 4:1 მოგებულ თამაშში, კვერნაძემ ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა.
ლაშა თაბაგარი