„კრაკოვია“, რომლის კაპიტანი ოთარ კაკაბაძეა პოლონეთის თასის გათამაშებას გამოეთიშა. 1/32-ფინალში კრაკოველები გასვლაზე რანგით მესამე ლიგაში მოასპარეზე „პრუშკუვს“ დაუპირისპირდნენ და პენალტების სერიაში წააგეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო და 89-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრები 81-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაათანაბრეს.
ძირითად და დამატებით დროში გამარჯვებულის ვერგამოვლენის გამო, თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა 4:3 მოიგეს. კაკაბაძემ პენალტი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





