საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ორგანიზებული კაცთა ლიგების შეჯიბრებებში მონაწილე კლუბებს უფლება აქვთ ფრენჩაიზის “შავი ლომი”-ს წევრი მორაგბეები დაარეგისტრირონ 2021-2022 წლის საშეჯიბრო განაცხადში.
კლუბს (გუნდს) უფლება აქვს დაარეგისტრიროს ფრენჩაიზის “შავი ლომი”-ს არაუმეტეს 4 მორაგბე.
“შავი ლომი”-ს წევრი მორაგბეების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ზაფხულის სატრანსფერო პერიდოში (არაუგვიანეს 2021 წლის 16 აგვისტოსი).
რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით, საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტში კლუბის და მორაგბის ერთობლივი განცხადების წარდგენით.
მთავარი ნიუსი “შავი ლომის” მორაგბეებს საქართველოს ჩემპიონატში თამაშიც შეეძლებათ