სამულ ინკუმმა საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ ქუთაისელთა პრესსამსახური იუწყება.
32 წლის განელი ნახევარმცველი „ტორპედოში“ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაირიცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
„ტორპედოში“ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, მან გუნდიდან წასვლა დააპირა, თუმცა, რაც ქუთაისელებს გენერალური სპონსორი გამოუჩნდათ, კლუბთან ახალი ხელშეკრულება დადო.
ცნობისთვის, ინკუმს საქართველოს ჩემპიონატში დებიუტი შარშან „სამტრედიაში“ ჰქონდა, სადაც 14 შეხვედრაში 1 გოლი მიითვალა.