გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიასთან” ერთად “ტარონიას თასი” მოიგო.
ესპანეთის ლა ლიგაში ახალი სეზონის დაწყებამდე “ვალენსიამ” თავის საშინაო არენა “მესტალიაზე” ნახსენები თასი იტალიის “მილანთან” გაითამაშა.
საქართველოს ნაკრების მეკარე სასტარტო შემადგენლობაში იყო განვლილ მატჩში, რომლის ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა.
პენალტების სერიაში ვალენსიელებმა მეტოქე 5:3 დაამარცხეს, მაგრამ მამარდაშვილს არცერთი დარტყმა მოუგერიებია – კრუნიჩმა ბურთი ძელს მოახვედრა.
“ვალენსიაში” გადასვლის შემდეგ მამარდაშვილმა 4-ჯერ ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში მესამედ ითაამშა და სამჯერვე გოლი არ გაუშვა.
ესპანელმა ჟურნალისტებმა “მილანთან” შეხვედრაში მამარდაშვილის თამაში დადებითად შეაფასეს და მათი აზრით ახალგაზრდა გოლკიპერი “ვალენსიაში” ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ზოგიერთი გამოცემის აზრით, ქართველი განვლილ შეხვედრის გმირი იყო.