„ფერენცვაროშმა“, სადაც საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი და ნახევარცმველი გიორგი ხარაიშვილი გამოდიან, ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შინ პრაღის „სლავია“ 2:0 დაამარცხა.
უნგრელები 44-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც სტუმართა ფეხბურთელმა უკრაინელმა კაჩარაბამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმის 50-ე წუთზე გოლი უკვე ბუდაპეშტელთა უკრაინელმა ლეგიონერმა ხარატინმა გაიტანა.
„ფერენცვაროშის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული სხვა მატჩების მსგავსად, ქართველ ლეგიონერებს ტრავმის გამო არც ამჯერად უთამაშიათ.