„ლოკომოტივმა“ სპარინგში აზერბაიჯანელებს აჯობა

0
22

თბილისის „ლოკომოტივმა“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სეზონის განახლებამდე მეორე ამხანაგური მატჩი აზერბაიჯანის „საბაილთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.

თბილისელებმა „საბაილს“ საგურამოში უმასპინძლეს და მატჩი 26-ე წუთზე ანგარიში თავდამსხმელმ ირაკლი სიხარულიძემ გახსნა.

შესვენებამდე მეტი გოლი არ გასულა, ხოლო 56-ე წუთზე „საბაილის“ კარი ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ აიღო.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელებთან დაპირისპირებამდე „ლოკომოტივი“ ერევნის „პიუნიკთან“ სპარინგში 1:2 დამარცხდა.