კვეკვესკირს „ლეხში“ არ ენდობიან

0
15

ნიკა კვეკვესკირს მიმდინარე სეზონში პოზნანის „ლეხში“ არ წყალობენ.

პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურში პოზნანის „ლეხი“, სადაც კვეკვესკირთან ერთად თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა გამოდის, სტუმრად ზაბჟეს „გურნიკი“ 3:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თადარიგში იყო და თამაშში არ ჩართულა. აქვე გეტყვით, რომ ექატრაკლასას პირველ ტურში „რადომიაკთან“ შეხვედრაში კვეკვესკირი მოედანზე 73-ე წუთზე გამოჩნდა.

კაჭარავას რაც შეეხება, მუხლის მძიმე ტრავმის შემდეგ, ჯერჯერობით საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ვერ თამაშობს.

უკრაინის პრემიერ ლიგის მე-2 ტურში კოვალიევკას „კოლოსმა“ შინ ხარკოვის „მეტალისტი 1925“ 1:0 დაამარცხა და მასპინძლებში ქართველმა ფორვარდმა ნიკა სიჭინავამ 71-ე წუთიდან ითამაშა.

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ტაშკენტის „ლოკომოტივმა“ თავის მოედანზე ქარშის „ნასაფს“ 2:0 სძლია და ქართველმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ გამარჯვებულებში მოედანზე 90 წუთი გაატარა.