თურქეთში შეკრებაზე მყოფმა „სამტრედიამ“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა რანგით მეორე ლიგის „ანკარაგუჯუსთან“ ჩაატარა და 1:2 წააგო.
გია ცეცაძემ სამტრედიელები ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:
ბექა ქურდაძე, ანდრო გიორგაძე, გიორგი გადრანი, ლუკა ასათიანი, ავთო ენდელაძე, სტრაჰინია პავიშიჩი, გიორგი მჭედლიშვილი, გიორგი ახალაძე, გიორგი ლომთაძე, ნიკოლა პრელცეცი, გიორგი არაბიძე.
„სამტრედიაში“ დებიუტი მცველ გიორგი გადრანსა და ხორვატ ნახევარმცველ ნიკოლა პრელჩეჩის დებიუტი შედგა, რომელმაც 2020-2021 წლების სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიის „რაბოტნიჩკიში“ გაატარა.
თურქებს ერთადერთი გოლი გიორგი ლომთაძემ გაუტანა, ხოლო „ანკარაგუჯუმ“ მეტოქის კარი ორივეჯერ თერთმეტმეტრიანის შესრულების შემდეგ აიღო.