გია გრიგალავას მიაჩნია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ევროპაში სათამაშოდ მზადაა და სჯობს რუსეთის პრემიერ ლიგიდან ახლავე წავიდეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ამის შესახებ sport24.ru-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
-გასაგებია, რომ საქართველოს ნაკრები რუსეთზე სუსტია, მაგრამ შესაძლოა ითქვას, რომ ბოლო პერიოდიში საქართველო დონით რუსეთს უახლოვდება?
-არ ვიტყვი, რომ საქართველოს ახლა უფრო სუსტია. ბოლო წლებში საქართველომ ფეხბურთში ძალიან მოუმატა და ახლა კიდევ უმატებს. ეს არა მხოლოდ პირველ ნაკრებს ეხება, არამედ, ბავშვთა ფეხბურთს.
-ხვიჩამ ევროპაში წასვლის თაობაზე რჩევა გკითხათ?
-მას მრჩეველები ნამდვილად არ აკლია. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რჩევა არ უკითხავს. თუ მომმართავს, საკუთარ აზრს ვეტყვი.
-რა აზრის ხართ?
-სჯობს ის ახლავე წავიდეს. რაც ადრე, მით უკეთესი. ხვიჩა ევროპისთვის სრულებით მზადაა.
-ტულას „არსენალში“ კონტრაქტი რატომ არ გაგიხანგრძლივეს?
-არ ვიცი ასე რატომ მოხდა. ე.ი. გუნდისთვის საჭირო არ ვარ. ეს ხელმძღვანელებს უნდა ჰკითხოს. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ კონტრაქტს გამიხანგრძლივებდნენ და დავრჩებოდი.
-საქმე ასეც კი იყო?
-ამის საფუძველი იყო და საუბარიც მიდიოდა. ჩემთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა, რაც მოხდა. სეზონის მსვლელობისას კლუბის ხელმძღვანელებს ვესაუბრებოდი და მათ მითხრეს, რომ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ახალ კონტრაქტს გავაფორმებდი. სეზონი დამთავრდა და შვებულებაში წავედით, ხოლო მე არავინ დამკავშირებია.
-თავად რატომ არ დარეკე რომ გაგეგო რა მოხდა?
-ჩემი თხოვნით ეს სხვა ხალხმა იკითხა, მაგრამ შედეგი მაინც ერთია. ფეხბურთში მსგავსი რამ ხდება, რაც არ მიკვირს.
-ერთ-ერთი ვერსიით თქვენთან კონტრაქტი მოსკოვის ცსკას-თან მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო არ გაახანგრძლივეს…
-ეს სისულელეა. ამ ჩხუბს კლუბის ხელმძღვანელებთან ჩემს ურთიერთობაზე გავლენა არ ჰქონია, ამის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ და ყველაფერი ნორმალურად იყო. საერთოდ, ამ ინციდენტს რაც ეხება, ყველაფერი უზარმაზარი მასშტაბით „გაბერეს“. ჩვეულებრივი ვითარება იყო და ყველაფერი ისე „დახატეს“, რომ თითქოს ვიღაც მოვკალი.
-სინამდვილეში იმ ინციდენტის დროს რა მოხდა? თქვენი ვერსია მოყევით? წერდნენ, რომ უმცროსი აჯოევი ცსკა-ს მწვრთნელებს „თავების გატეხვით“ დაემუქრა…
-წაგებული მატჩის შემდეგ მოედანს უხასიათოდ ვტოვებდით. გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში რაღაც გაუგებრობა იყო. ვასილი ბერეზუცკიმ საკუთარ თავს უფ;ება მისცა „არსენალის“ მიმართ ქედმაღლურად ესაუბრა. ვერ გავჩუმდებოდი, რადგან საქმე ჩემს გუნდს ეხებოდა. ჩხუბი არ მომხდარა, როგორც ამას პრესაში წერდნენ.
-კონტრაქტი რომ არ გაგიხანგრძლივეს ნაწყენი დარჩი?
-საწყენი რაა? ფეხბურთში უკვე ვერაფრით გამაკვირვებ. მშვიდად ვარ. დანარჩენი კლუბის ხელმძღვანელების სინდისზე იყოს.
-ე.ი აჯოევს შეხვედრის დროს ხელს ჩამოართმევ?
-რა თქმა უნდა, ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც გუნდში ამიყვანა, მას მერე, რაც 2 წელიწადი რუსეთში არ მითამაშია. ჩვენ კონფლიქტი არ გვაქვს.
-რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბებში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა იწყება – შენ მომხრე ხარ?
-თავად აცრა არ გამოკეთებია. ვაქცინაციის იძულება არასწორია და კარგი არაა. ადამიანს არჩევანის უფლება ყოველთვის უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით ასეთ საკითხებში.
-თავად ვაქცინის გაკეთებას აპირებ?
-არა.
-რატომ?
-პირველ ყოვლისა, ჯერ ამის საჭიროება არაა. კორონავირუსი ცოტა ხნის წინ ამ გადავიტანე და ანტისხეულები ჯერ მაქვს. მეორეც, იყო შემთხვევები, როდესაც ამ აცრის შემდეგ ადამიანების მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. არ მსურს კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ჩემი ორგანიზმის მდგომარეობა ვაქცინის გაკეთების შემდეგ. ასე რომ ვაქცინას არ გავიკეთებ.
-თუ ახალ კლუბში ვაქცინაცია აუცილებელი იქნება?
-ცხადია, მაშინ ავიცრები. ვირუსი უკვე ჩვენთან ერთად მეორე წელიწადია და უბრალოდ, მის პარალელურად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. პანიკა საჭირო არაა. რაღაც დოზით ამ პანიკას ვაქცინაციაც ქმნის.
-კონკრეტულად?
-ვაქცინა უფასოა. კარგი რამ უფასო როგორ შეიძლებ იყოს? ვაქცინა რომ ძვირი ღირდეს, მაშინ აცრას ყველა შეეცდება და იტყოდნენ – „მოქმედებსო“,
– კარიერას სად გააგრძელებ?
-ამჟამად მოსკოვში ვარ და სათამაშო ფორმის შესანარჩუნებლად „ტორპედოში“ ვვარჯიშობ. კლუბის ხელმძღვანელებს ვთხოვე და მათ უარი არ უთქვამთ. „ტორპედოს“ არაფერზე შევთანხმებივარ. მომავალში რა იქნება ვერ გეტყვით.