ლევან შენგელია კარიერას პორტუგალიის პრიმეირა ლიგაში (უმაღლესი დივიზიონი) გააგრძელებს.
record.pt-ის ინფორმაცით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი „ბოავიშტაში“ ითამაშებს.
შენგელია, რომელიც თავისუფალი აგენტია, პორტუგალიურ კლუბთან კონტრაქტს 2024 წლამდე გააფორმებს.
ლევანი ბოლო ორი წელიწადი თურქეთის „ქონიასფორში“ გამოდიოდა, რომლის მაისურით სუპერლიგაში 56 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, მაგრამ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.
record.pt იუწყება, რომ შენგელიამ „ბოავიშტაში“ ბრაზილიელი პაულიონიო უნდა შეცვალოს, რომელიც კარიერას საუდის არაბეთის „ალ შაბაბში“ განაგრძობს.