ალვარო არბელოა „ფულემის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რის შესახებ ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე კლუბის პრესსამსახური იუწყება. 43 წლის ესპანელმა სპეციალისტმა პორტუგალიელი მარკუ სილვა შეცვალა და კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
არბელოა მიმდინარე წლის 13 იანვრიდან მადრიდის „რეალს“ ავარჯიშებდა და თანამდებობა სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. მისი ხელმძღვანელობით მადრიდელებმა 28 მატჩი ჩაატარეს – 18 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 8 წააგეს. „რეალმა“ განვლილ სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და ვერცერთი ტიტული მოიგო.
ლაშა თაბაგარი





