თბილისის „იბერიასთვის“ ჩემპიონთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებაში სტარტი წარმატებული აღმოჩნდა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი სტუმრად ტალინის „ფლორას“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-18 წუთზე „იბერიას“ კონტრშეტევის დროს ვახო ბედოშვილმა მარჯვენა ფლანგიდან პასი საჯარიმოში ზვიად ნაჭყებიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით ბურთი დაამუშავა, ხოლო მეორეთი კარის ბადეში გაგზავნა – 0:1. 21-ეწუთზე გიორგი ჯინჯოლავამა პენალტი გამოიყენა და „იბერიას“ უპირატესობა ორბურთიანი გახდა – 0:2.
21-ე წუთზე ტალინელებიდან ერთი ბურთი კრეიდამ გაქვითა – 1:2. 37-ე წუთზე ტალინელთა კარი ნიკა სიხარულაშვილმა აიღო. თუმცა, არბიტრმა ეპიზოდი გადაამოწმა და გოლი გააუქმა, რადგან ქართველ ფეხბურთელზე ხელით თამაში დააფიქსირა.
მე-60 წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან უხეშობისთვის კოლო გააძევეს. ამის მიუხედავად, 73-ე წუთზე ალამაას დარტყმის შემდეგ, ესტონელებმა ანგარიში გაათანაბრეს – 2:2. „იბერიადან“ გამარჯვების გოლი 75-ე წუთზე ბაქარ ქარდავამ გაიტანა – 2:3.
თბილისელები „ფლორას“ 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასინძლებენ. თამაში საქართველოს დროით 20:00 საათზე დაიწყება.
„ფლორა“ (ტალინი) – „იბერია“ (თბილისი) 2:3
8 ივლისი. ტალინი. „ლე კოგ არენა“.
„ფლორა“ : გრუნვალდი, კურაკსინი (ალიკუ, 82), კილობოვი, კოლო, ტოვსტიკი, ვალდმეტსი (ვეერინგი, 66), კრეიდა, ვარიუნდი, ზენიოვი (უსტა, 82), საპინენი (კ), ალამაა (ანტონოვი, 82).
მთავარი მწვრთნელი: კონსტანტინი ვასილიევი.
„იბერია“: მაკარიძე, ზოური (ქობულაძე, 86), სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ჯინჯოლავა, სიხარულაშვილი (ჩიხრაძე, 80), დადიანი, ქარდავა, ბართიშვილი (კულიევი, 80), ბედოშვილი (კუცია, 71), ნაჭყებია.
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი დემჩენკო.
გოლები: 0:1 ნაჭყებია (18), 0:2 ჯინჯოლავა (21), 1:2 კრეიდა (28), 2:2 ალამაა (73), 2:3 ქარდავა (75).
გაფრთხილება: ბედოშვილი (36), ტოვსტიკი (36),
გაძევება: კოლო (60).
მთავარი მსაჯი: სანდი პუტროსი (დანია).
ლაშა თაბაგარი





