ლუის ენრიკეს განცხადებით ესპანეთის ნაკრების მისი ხელმძღვანელობით დაცვით ფეხბურთს გრძელი პასების გამოყენებით არ ითამაშებს.
მან ამის შესახებ ევრო-2020-ის 1/8-ფინალში კოპენჰაგენში „პარკენ არენაზე“ ხორვატიის ნაკრებთან 5:3 გამარჯვების მერე განაცხადა.
„ასეთი თამაშებისთვის მზად ვართ თუ ისინი კიდევ იქნება, მაგრამ დარწმუნებული არ გახლავართ, რომ ჩემი ახლობლები და გულშემატკივრები ამ მოსაზრებას იზიარებენ. გუნდი მსგავსი შეხვედრებისთვის მოვამზადე და გულწრფელად გეტყვით, რომ მხოლოდ ერთი დიდი შეცდომა დავუშვით. მატჩის მიწურული საუცხოო იყო და მიხარია, რომ გამარჯვების მეორე შანსი მივიღეთ.
არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ნაკრების ერთი მწვრთნელი მაინც არსებობს, რომელიც არ აფასებდეს მორატას და იმას რასაც ის გუნდისთვის აკეთებს. ის საჰაერო ორთაბრძოლებს იგებს, ფიზიკურად ძლიერია და გოლები გააქვს. უნდა გვიხაროდეს, რომ ასეთი თავდამსხმელი გვყავს.
მეკარე უნაი სიმონმა ყველა ბავშვს მაგალითი მისცა. ფეხბურთი შეცდომებისგან შედგება და მისი რეაქცია დაშვებულ შეცდომაზე, საუცხოოდ მოგერიებული დარტყმები იმაზე მეტყველებს თუ რატომ ვენდობი. ფეხბურთელობისა და შემდეგ როდესაც უკვე მწვრთნელი გავხდი, არაერთი დაძაბული მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ ხორვატიასთან შეხვედრაში ყველაფერი იყო რაც შესაძლოა მომხდარიყო.
ჩვენ არ ვითამაშებთ დაცვით ფეხბურთს გრძელი პასებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსგავსი თამაში ისეთ გამარჯვებას მოგვიტანეს, როგორიი ხორვატიასთან მოვიპოვეთ. თავს მხოლოდ იმიტომ დავიცავთ, რომ ბურთს დავეუფლოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
