გარეთ საუთგეიტს მიაჩნია, რომ ინგლისის ეროვნული გუნდი განვითარების პროცესშია და მატჩიდან მატჩამდე უმატებს.
ინგლისელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის D ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ჩეხეთთან 1:0 გამარჯვების მერე გაანცხადა.
„ჩცენ ჯერ კიდევ განვითარების პროცეში ვართ და მატჩიდან მატჩამდე უკეთესები ვართ. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრმ მნიშვნელოვან პროგრესს უკვე ვხედავ.
ვიცი, რომ ხალხი ჩვენი შედეგიანობით უკმაყოფილოა, მაგრამ თუ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებს ვიგებთ, მე ვერ ვხედავ განსაკუთრებულ პრობლემას გატანილი გოლების რაოდენობაში.
ჯგუფის მოგება გვსურდა, რათა 1/8-ფინალის მატჩი „უემბლიზე“ ჩაგვეტარებინა, რაც მოვახერხეთ.
ჯგუფში ორი სერიოზულ მეტოქეს შევხდით – ხორვატებსა და ჩეხებს, რომლებიც ჩემი აზრით მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებენ. ასევე იყო შოტლანდია, რომელიც ბევრი მოთამაშისთვის სერიოზული გამაღიზიანებელია და მათ ძალიან დიდი გამოცდილება მიიღეს.
მომავალში ვისაც არ უნდა შევხდეთ – მსოფლისო მოქმედ ჩემპიონებსა თუ გერმანელებს, ეს ფანტასტიკური თამაში იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცით საბოლოო ჯამში გასვლა სად გვსურს და ამიტომ, საჭირო შედეგს მივაღწევთ“ – იუწყება ინგლისელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
