ზლატკო დალიჩი: „ეს 10 დღე სერიოზული გამოცდა იყო ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის“

0
7

ზლატკო დალიჩის თქმით, განვლილი 10 დღის განმავლობაში ხორვატიის ეროვნულ ნაკრებს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწია.

ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ის D ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიასთან 3:1 გამარჯვების მერე ისაუბრა.

„მსურს ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მხარი დაგვიჭირა. თქვენ ძალას გვაძლევთ და შეგვიძლია ჩვენით იამაყოთ.

ეს 10 დღე სერიოზული გამოცდა იყო ჩემთვის და ფეხბურთელებისთვის. ჩვენ ვაჩვენეთ თუ რა შეგვიძლია.

გოლის გაშვების შემდეგ არ გავჩერებულვართ. გვჯეროდა, რომ გამარჯვება შეგვიძლია, მშვიდად და კონცენტრირებული ვთამაშობდით. ადრე თუ გვიან გოლი უნდა გაგვეტანა. რთული მატჩი ჩავატარეთ ძლიერ მეტოქესთან, მაგრამ გავუმკლავდით“ – იუწყება ხორვატი სპეციალისტის სიტყვებს უეფას უეფას ოფიციალური ვებგვერდი.