ევრო-2020-ზე ცუდი სტარტის მიუხედავად, ხორვატიის ფეხბურთელტა ეროვნულმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება და 1/8-ფინალში მაინც გავიდა.
D ჯგუფის დასკვნით მატჩში მსოფლიო ვიცეჩემპიონი გლაზგოში „ჰემპდენ პარკზე“ შოტლანდიას შეხვდა და 3:1 აჯობა.
შეხვედრის მე-17 წუთზე ანგარიში ნიკოლა ვლაშიჩმა გახსნა, ხოლო 42-ე წუთზე შოტლანდიელმა კალუმ მაკგრეგორმა საპასუხო ბურთი გაიტანა.
62-ე წუთზე, ხორვატებმა საუცხოო კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც ლუკა მოდრიჩმა საჯარიმო გარედან გარე ტერფით ლამაზი „მოჭრილი“ დარტყმით დაასრულა.
77-ე წუთზე, შოტლანდიელების კარი ივან პერიშიჩმა აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ხორვატიამ 4 ქულით ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი-ოფში ითამაშებს, ხოლო შოტლანდია 1 ქულით ტურნირს ნაადრევად დაემშვიდობა.
