რობერტო მარტინესი: „დიდი ხანია საკუთარი თავისთვის ასეთი გამოცდა არ მოგვიწყვია“

0
33

ბელგიის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს მიაჩნია, რომ მის გუნდს დიდი ხანია ისეთი დაძაბული მატჩი არ ჩაუტარებია, როგორის დანიასთან ჰქონდა.

B ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრში ბელგიამ კოპენჰაგენში „პარკენ სტადიონზე“ პირველი ტაიმი 0:1 წააგო, მაგრამ შესვენების მერე 2 გოლი გაიტანა და 1/8-ფინალში გავიდა.

მატჩში გარდამტეხი მოედანზე კევინ დე ბრუინის შესვლა აღმოჩნდა, რომელმაც ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო შემდეგ გოლი გაიტანა.

„დიდი ხანია საკუთარი თავისთვის ასეთი გამოცდა არ მოგვიწყვია. გარკვეულწილად ეს მოსალოდნელი იყო. დანიელები სახლში თამაშობდნენ, პლეი-ოფში გასვლა ძალიან სურდათ და პირველი ტაიმი ძალიან ემოციური აღმოჩნდა.

ჩვენ დაუჯერებელი ხასიათი გამოვავლინეთ და მოთამაშეებს საუცხოოდ ესმოდათ მოედანზე რა უნდა გაეკეთებინათ. ამ მხრივ მართლაც შეგვიძლია მოპოვებული გამარჯვებით დავტკბეთ. ასეთი შედეგები გუნდს უფრო აძლიერებს.

ვფიქრობ, კევინ დე ბრუინის ნიჭში ეჭვი არავის ეპარება. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა, მატჩის საბოლოო შედეგზე გავლენა მაინც მოახდინა.

ეს არა მხოლოდ მის ტალანტზე მეტყველებს, არამედ, იმაზე რომ კევინმა იცის შეცვლაზე შესულმაც როგორ უნდა ითამაშოს. ის არ გავდა ადამიანს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და გარკვეული ხანი ფეხბურთს მიღმა იყო.

ვიმეორებ, რომ მის ნიჭში ეჭვი არავის შეაქვს, მაგრამ ეს საუკეთესო მაგალითი იყო თუ როგორ უნდა წარმოაჩინო თავი და თამაშზე გავლენა მოახდინო“ – იუწყება ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ვებგვერდი.