ნიდერლანდები 1/8-ფინალში პირველი ადგილიდან გავიდა

0
30

ნიდერლანდების ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდი ევრო-2020-ის პლეი-ოფში ითამაშებს.

C ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ნიდერლანდებმა ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე ავსტრიას ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

მატჩის მე-11 წუთზე ავსტრიელთა მცველამ დავიდ ალაბამ თავის საჯარიმოში დუმფრისი წააქცია და მთავარმა მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა.

თერთმეტმეტრიანი ზუსტად მემფის დეპაიმ შეასრულა და ნიდერლანდებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

67-ე წუთზე, დეპაიმ მოედნის ცენტრიდან საუცხოო პასი გაუკეთა მალენს, რომელიც მეტოქის საჯარიმოშევიდა და ბურთი დაუგორა დუმფრისს, ხოლო ამ უკანასკნელმა მეტოქის კარი აიღო.

უეფამ დუმფრისი განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. ნიდერლანდებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში გავიდა.