ნიდერლანდების მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი სათამაშო სტილი ფეხბურთელებს მოსწონდეთ და მოედანზე სიამოვნებას იღებდნენ.
მან ამის შესახებ ევრო-2020-ის C ჯგუფის მეორე ტურში ამსტერდამში იოჰან კრუიფის სახელობის არენაზე ავსტრიასთან 2:0 გამარჯვებისა და 1/8-ფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა.
„ასეთ ტურნირებზე როგორც გუნდი იზრდები. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია, როდესაც საუცხოო შეკრული კოლექტივი გყავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი სტილი მოთამაშეებს მოსწონდეთ და თამაში სიამოვნებდეთ. ჩვენ ერთად განვიხილავთ კიდევ რის გაუმჯობესებაა შესაძლებელი. ძლიერი სწორედ ასე ხდები. ის ერთიანობა რაც ახლა გუნდში, ძალიან გვეხმარება.
დეპაის სათამაშო ფორმა? ეს მემფისის შესაძლებლობების ზღვარი არაა. მომავალ მნიშვნელოვან შეხვედრებში ის უფრო უკეთესი იქნება. დარწმუნებული ვარ ასე მოხდება. მან პენალტი გაიტანა და საგოლე შეტევა დაიწყო. მემფისმა იცის, რომ უკეთესად თამაში შეუძლია, მაგრამ მოდით ჯერ ტურნირში როგორც საჭიროა ისე ჩავერთოთ. ის პლეი-ოფში თავს კიდევ უფრო გამოიჩენს.
დე ლიხტის გამოსვლა? მატეისმა საუცხოო მატჩი ჩაატარა და მართლაც, მოწოდების სიმაღლეზე იყო. მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მისი თვით თამაშის უნარი ჩვენთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მიხარია, რომ იგი ისევ ფორმაშია“ – იუწყება დე ბურის ნათქვამს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.





