უკრაინამ ნავსი გატეხა – პირველი სამხრეთ ამერიკელი მსაჯი ევროპის ჩემპიონატზე

0
17

უკრაინის ფეხბურთელთა ეროვნულმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატებზე ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, ნავსი გატეხა და გაიმარჯვა.

C ჯგუფის მე-2 ტურში ანდრეი შევჩენკოს შეგირდები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდნენ და 2:1 დაამარცხეს. მანამდე, უკრაინელებმა ევროპირველობაზე ბოლო მატჩი 2012 წლის 11 ივნისს მოიგეს შვედეთთან – 3:2.

განვლილი თამაში საყურადღებო იმითაც აღმოჩნდა, რომ მთავარი არბიტრი არგენტინელი ფერნანდო რაპალინი იყო, რომელიც პირველი სამხრეთ ამერიკელია, ვინც ევროპის ჩემპიონატზე იმსაჯა.

მატჩის 29-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან უკრაინელებმა კუთხური ჩააწოდეს და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა კარავაევმა ქუსლით საუცხოო პასი გაუკეთა კარის შორეულ ძელთან მდგომა იარმოლენკოს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

გატანილი გოლიდან 5 წუთში იარმოლენკომ ჩრდილოეთ მაკედონიელთა მეკარესთან პირისპირ იარემჩუკი გაიყვანა, რომელმაც უკრაინელები კიდევ უფრო დააწინაურა.

57-ე წუთზე, ბალკანელი ფეხბურთელის დარტყმის შემდეგ ბუშანი მიწვდა ბურთს, რომელიც ხარიხას მოხვდა, ხოლო კარავაევმა კარის წინ მყოფი პანდევი წააქცია, რომელიც დამატებას ცდილობდა და მთავარმ მსაჯმა პენალტი დანიშნა.

თერთმეტმეტრიანი ალიოსკიმ შეასრულა და უკრაინელთა მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ ბურთი ისევ ალიოსკი მიუვიდა, რომელმაც ამჯერად ანგარიში შეამცირა.

82-ე წუთზე, მალინოვსკიმ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ხელზე ავრამოვსკის მოხვდა, რაც მსაჯმა VAR-ზე გადამოწმების მერე დააფიქსირა, რის გამო მაკედონიელთა კარში პენალტი დადო.

მალინოვსკი თერთმეტმეტრიანის ნიშნულამ მივიდა და დაარტყა, მაგრამ დიმიტრიევსკიმ ბურთი მოიგერია.