სერხიო რამოსი ხელფასის შემცირებას დათანხმდა, მაგრამ ამის მიუხედავად მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელებმა გუნდის აწ უკვე ყოფილ კაპიტანს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივეს.
რამოსმა ამის შესახებ გამოსათხოვარ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც მადრიდელ ფანებს დაემშვიდობა.
„ყოველ წუთს, როდესაც მადრიდის „რეალის“ მაისურს ვიცმევდი, ჟრუანტელი მივლიდა. კლუბის დატოვება არასოდეს მსურდა. მინდა მადლობა გადავუხადო პრესის წარმომადგენლებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აქ მოვიდა. ხელფასის შემცირებას დავთანხმდი, მაგრამ „რეალმა“ კონტრაქტი არ გამიხანგრძლივა.
ბოლო თვეებში კლუბმა ერთწლიანი კონტრაქტი და ხელფასის 10% შემცირება შემომთავაზა. ფული პრობლემა არასოდეს ყოფილა .უბრალოდ 2-წლიანი კონტრაქტი მინდოდა. უდავოა, რომ „რეალთან“ კონტრაქტს ისევ გავაფორმებდი – ათასჯერ. კლუბის პრეზიდენტთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, ისეთი როგორც მამასა და შვილს. მის შესახებ ცუდს არაფერს ვიტყვი. მან მე და ჩემი ოჯახი გვაიძულა წარმოუდგენელი 16 წელი გვეცხოვრა.
ორწლიანი კონტრაქტი ძალიან მინდოდა, რადგან ეს დავიმსახურე. მადრიდის „რეალი“ და სერხიო რამოსი იდეალური კავშირია. ახლა სხვა გუნდი უნდა მოვძებნო, ბედნიერება და მეტი ტიტულები. ახალ კლუბზე არასოდეს მიფიქრია. რამდენჯერმე დამირეკეს, მაგრამ ახალ კლუბზე არასოდეს მიფიქრია.
„სევილია“ და „ბარსელონა“? ამ კლუბებში არ ვიქნები. ყოველთვის აქ დარჩენა მინდოდა, ამ კლუბში. დიახ, ხელმძღვანელებს ვუთხარი, რომ მომავალი დაეგეგმათ, რადგან არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც კლუბზე მნიშვნელოვანი იქნება“ – გაანცხადა რამოსმა.





