ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „პარმაში“ დაბრუნდა.
კლუბმა 43 წლის ბუფონის ტრანსფერის შესახებ ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც მეკარე მოედნიდან სკივრს ამოთხრის, რომელშიც სუპერმენის კოსტიუმი და „პარმას“ სათამაშო ფორმა დებს.
ვიდეოს თან ახლავს ჰეშტეგი: „სუპერმენის დაბრუნება“.
ბუფონმა პროფესიონალური კარიერა „პარმაში“ დაიწყო, სადაც დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა.
ის 2001 წელს ტურინის „იუვენტუსში“ გადავიდა, რომელშიც 2021 წლამდე ასპარეზობდა (გამონაკლისი 2018-2019 წლების სეზონია, როდესაც ბუფონი პსჟ-ში გამოდიოდა).
