პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ დანიელთა კაპიტანი კრისტიან ერიქსენი გაამხნევა.
შეგახსენებთ, რომ ევრო-2020-ზე დანია-ფინეთის დაპირისპირების 42-ე წუთზე ერიქსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და კლინიკაში გადაიყვანეს.
საბედნიეროდ, დანიელი სიკვდილს გადაურჩა და ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„ჩვენი ფიქრი და ლოცვა კრისტიან ერიქსენთან და მის ოჯახთან ერთადაა. საფეხბურთო სამყარო კარგი სიახლეებიის იმედით გაერთიანდა.
იმედი მაქვს, რომ მოედანზე მალე გნახავ კრის! დარჩი ძლიერი!“ – დაწერა პორტუგალიელმა თავის ინსტაგრამზე.
