ბენზემა: „ევროპის ჩემპიონატისთვის 100 პროცენტით მზად ვარ“

0
17

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ ევრო-2020-ისთვის 100 პროცენტით მზადაა.

„მე მზად ვარ და საერთო ჯგუფს შაბათს შევუერთდი. ტკივილი არ მაქვს და არც მიფიქრია, რომ ევროს გამოვტოვებდი. თავდაპირველად ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ ეს მხოლოდ დაჟეჟილობაა.

ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში აუცილებლობა არ იყო, რომ ამ დაზიანების გამო მოედანზე დავრჩენილიყავი და შეცვლა თავად მოვითხოვე. ნაკრებში საუცხოო სამედიცინო შტაბი გვყავს და ყველაფერი ძალიან სწრაფად გამიკეთეს. ახლა თავს საუცხოოდ ვგრძნობ და ტურნირისთვის 100 პროცენტით მზად ვარ“ – იუწყება ბენზემას სიტყვებს Telefoot.

ბენზემამ ტრავმა 8 ივნისს ბულგარეთტან მატჩში მიიღო და 12 ივნისამდე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის შემდეგ, ის საფრანგეთის ნაკრებში პირველად გამოიძახეს.