პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველ ჟოაუ კანსელუს კორონავირუსი დაუდასტურდა.
12 ივნისს პორტუგალიელმა ფეხბურთელებმა COVID 19-ზე ტესტები ჩააბარეს და დადებითი პასუხი მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ უკანახაზელს აღმოაჩნდა.
27 წლის კანსელუს ევროპის მოქმედი ჩემპიონების რიგებში „მილანის“ მცველი დიეგუ დალოტი შეცვლის.
ფერნანდუ სანტუშის გუნდი ევრო-2020-ზე სტარტს 15 ივნისს უნგრეთთან დაპირისპირებით აიღებს.





