ლუკა მოდრიჩსს ეიმედება, რომ ხორვატიის ეროვნული ნაკრების ევრო-2020-ზე თავის ძალას აჩვენებს.
მსოფლიო ვიცეჩემპიონების კაპიტანმა ამის შესახებ ინგლისელებთან მატჩამდე განაცხადა:
„თავს კარგად ვგრძნობ. ევროპის ჩემპიონატი დიდი ტურნირია და მასში მონაწილეობა პატივის გარდა, ვალიცაა. სამშობლოში ჩვენგან ბევრს ელოდებიან.
ჩვენც საკუთარი თავისგან ბევრს ველოდებით და ჩემპიონატის სტარტამდე წუთებს ვითვლით. იმედია, საკუთარ ძალას ვაჩვენებთ.
ინგლისთან რთული შეხვედრა იქნება, მით უმეტეს, რომ ტურნირის დასაწყისია. თუმცა, ბრძოლისთვის მზად ვართ, ბევრი ვიმუშავეთ და კარგად მოვემზადეთ“ – ციტირებს მოდრიჩს უეფას ვებგვერდი.




