ბუფონი „პარმაში“ ბრუნდება

0
40

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას „პარმაში“ გააგრძელებს.

43 წლის მეკარემ პარმელებთან 2-წლიანი კონტრაქტი შეათანახმა, იუწყება თავის ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ბუფონმა გასული სეზონის ტურინის „იუვენტუსში“ გაატარა, რომელიც კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

აღსანიშნავია, რომ მას პროფესიონალურ ფეხბურთში დებიუტი სწორედ „პარმაში“ ჰქონდა, როდესაც 1995 წელს 17 წლის 9 თვისა და 22 დღის ასაკში „მილანთან“ (0:0) ითამაშა.

2020-2021 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგით „პარმა“ სერია B-ში გავარდა. ბუფონს იტალიის ქვედა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს, როდესაც 2006-2007 წლების სეზონი სერია B-ში „იუვენტუსის“ რიგებში გაატარა, რომელიც კორუფციულ სკანდალში გაეხვა და სერია A-დან დააქვეითეს.