ჰარი კეინი: „ხორვატიის დამარცხების ძალა შეგვწევს“

0
40

ჰარი კეინს ხორვატია ძლიერ გუნდად მიაჩნია, თუმცა მისი აზრით ინგლისის ეროვნული ნაკრებს ბალკანელების დამარცხება შეუძლია.

ინგლისელთა კაპიტანმა ამის შესახებ ევრო-2020-ზე ხორვატებთან დღეს “უემბლიზე” გასამართ დაპირისპირებამდე განაცხადა:

„ბუნებრივია, თუ ტურნირს გამარჯვებით დავიწყებთ, ეს შოტლანდიასთან მატჩამდე კარგ პოზიციას შეგვიქმნის. თუმცა, ეს ხანგრძლივი ტურნირია, რომელსაც ერთი მატჩით ვერ მოიგებ. მოთმინებით უნდა აღვივსოთ და ჩვენი „ხაზი“ გავატაროთ.

ჩემი აზრით, საკმარისად ძლიერები ვართ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ. ხორვატია საუცხოო გუნდია დიდი გამოცდილებით. ამ გუნდში ბევრი ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომლებიც წამყვან კლუბებში და მაღალი დონის მატჩებში თამაშობენ.

ასეთი გუნდის დამარცხება რთულია, მაგრმა მიგვაჩნია, რომ ამის ძალა შეგვწევს თუ   შეტევაში, დაცვასა და სტანდარტული მდგომარეობების შესრულების დროს ყველაფერს შევასრულებთ რაზეც ვარჯიშებზე ვიმუშავეთ“.

აქვე გეტყვით, რომ კეინმა თავის სანაკრებო კარიერაში “უემბლიზე” 13 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.