რობერტო მარტინესი: „რუსეთის ნაკრების ტაქტიკა სიუპრიზი არ იყო“

0
40

რობერტო მარტინესისთვის რუსეთის ნაკრების ტაქტიკა სიურპრიზი არ აღმოჩნდა, რადგან მეტოქე კარგად შეისწავლა.

ბელგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ევრო-2020-ზე სანკტ-პეტერბურგში რუსეთთან 3:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

„პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. ჩვენ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებულნი უნდა ვყოფილიყავით, რათა გოლი არ გაგვეშვა.

რუსეთს უკვე მესამედ შევხდით და ჩერჩესოვმა ერთ-ერთ მატჩში გუნდი ოთხი მცველით ათამაშა. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და ეს სიურპრიზი არ იყო. ვიცით რამდენად სახიფათო შესაძლოა იყოს რუსეთი, რომელსაც ძიუბა და ფიზიკურად ძლიერი სხვა ფეხბურთელები ჰყავს. მათ შეუძლიათ ნამდვილი გამოცდა მოგიწყონ.

ერიქსენის ამბავი გუნდის კრების დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ  გავიგეთ და რა თქმა უნდა, ამის მერე ფეხბურთზე საუბარი არ გვსურდა. ალდერვეილდე, ვერტონგენი და ლუკაკუ მასთან ერთად თამაშობდნენ.

მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ეს მძიმე სიახლე იყო და კარგია, რომ ის უკეთესადაა.

კასტანიას ტრავმას რაც შეეხება. მას ორმაგი მოტეხილობა აქვს. სამწუხაროდ, იგი ევრო-2020-ზე ვერ დაგვეხმარება“ – ციტირებს მარტინესს უეფას ვებგვერდი.