საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩხაიძის დებიუტი წარმატებულ აღმოჩნდა.
ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკრუ ცენტრ „ბასაში“ გამართულ ამხანაგურ მატჩში ქართველებმა აზერბაიჯანის ნაკრები 3:2 დაამარცხეს.
შეხვედრის 27-ე წუთზე ანგარიში ბაქრაძემ გახსნა, ხოლო 45-ე წუთზე საკუთარ კარში გოლი მირზალიევამ გაიტანა.
65-ე წუთზე, ალიევამ პენალტიდან ანგარიში ერთ ბურთამდე შეამცირა.82-ე წუთზე ბოლქვაძემ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე სტუმრებიდნ თავი აჰმადოვამ გამოიჩინა.
საქართველო – აზერბაიჯანი 3:2
საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, ბებია (ქადაგიშვილი, 83), თოდაძე, ხაბურზანია (ხანდაზიანი, 89), პასიკაშვილი (დანელია, 83), მატვეევა, ბაქრაძე ( წოწერია, 89), ჭიჭინაძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩხაიძე
გოლები: 1:0 ბაქრაძე (45), 2:0 მირზალიევა (45. ავტოგოლი), 2:1 ალიევა (65. პ), 3:1 ბოლქვაძე (82), 3:2 აჰმადოვა (90+5).
გაფრთხილებები: პასიკაშვილი (49), სუთიძე (54), ხაბურზანია (58), დოროფეევა (58), მამადოვა (75), ბოლქვაძე (76), ბაკარანძე (83), წოწერია (90+1)
მთავარი მსაჯი: გ. ყრუაშვილი
