ოთარ კაკაბაძეს ახალი გუნდის მოძებნა მიუწევს

0
22

ოთარ კაკაბაძემ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ტენერიფე“ დატოვა და მომავალი სეზონისთვის ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველს „ტენერიფესშთან“ კონტრაქტი დუმთავრდა და მისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ შეუთავაზებიათ.

„ტენერიფეში“ ჩემი კარიერა დასრულდა. სპორტული კუთხით ძალიან რთული წელი გამოდგა და პანდემიიდან გამომდინარე, ფეხბურთისგან შესაბამისი სიამოვნება ვერ მივიღეთ.

კლუბში დიდ ადამიანებსა და პროფესიონალებთან ერთად ვიყავი და ამით განსაკუთრებული გამოცდილება შევიძინე.

მადლობას ვუხდი „ტენერიფეს“ თითოეულ პერსონალს, ჩემს თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს” – დაწერა 27 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

კაკაბაძე შვეიცარიის „ლუცერნიდან“ „ტენერიფეში“ ზამთარში გადავიდა და ესპანურ გუნდში 16 მატჩი ჩაატარა.